პორტატული ბლენდერი Ninja BC151EUNV Portable Blender & Smoothie Maker
Ninja BC151EUNV არის მულტიფუნქციური პორტატული ბლენდერი, რომელსაც ძლიერი ძრავი აქვს. ის უმოკლეს დროში ამუშავებს ნებისმიერი ტიპის ინგრედიენტს: ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს და ყინულს. Ninja Blast BC151EUNV-ის დახმარებით მარტივად მოამზადებთ სმუზებს, მილქშეიქებს, პროტეინშეიქებსა და სხვა სასმელებს — სახლში, ოფისში ან მოგზაურობისას. 530 მლ მოცულობის ჭიქა კი საშუალებას გაძლევთ სასმელი თქვენთვის და მეგობრებისთვისაც მოამზადოთ.
ბლენდერი აღჭურვილია ინოვაციური ფერის ინდიკატორით, რომელიც პროცესის სრულ კონტროლს გაძლევთ. სხვადასხვა ფერი მიგანიშნებთ მოწყობილობის სტატუსზე: მაგალითად, თეთრი და წითელი დატენვის დროს გვანიშნებს, რომ ბატარეა თითქმის სრულადაა დამუხტული, ხოლო ნარინჯისფერი ციმციმი მიუთითებს დანის დაბლოკვაზე. დეტალური ინსტრუქცია ფერების განმარტებით კომპლექტშია მოყვებული.
მოწყობილობა იტენება USB-C კაბელით (კომპლექტშია). სრული დამუხტვა მხოლოდ 2 საათს მოითხოვს და ბატარეა ასევე 2 საათამდე მუშაობის შესაძლებლობას გაძლევთ.
მისი კომპაქტური და მოსახერხებელი დიზაინი Ninja BC151EUNV-ს იდეალურ არჩევანს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის და მოგზაურობებისთვის. ჯანსაღი სასმელები, ენერგია და სიმარტივე — ერთი მოწყობილობით!
ზოგადი ინფორმაცია
- ბრენდი Ninja
- მოდელი BC151EUNV
- ტიპიბლენდერები
ტექნიკური მახასიათებლები
- სიმძლავრე 1100 W
- ფუნქციები დაჭრა, დაბლენდერება, დაქუცმაცება, ყინულის დამსხვრევა
- ჭიქის მასალა პლასტმასა
- მოცულობა 0.53 ლ
ზომები და წონა
- სიგრძე 9 სმ
- სიგანე 8.5 სმ
- სიმაღლე 27 სმ
- წონა 510 გრ
გარანტია
- გარანტიის ვადა5 წელი








