პრემიუმ ხარისხის ჯაჭვური ხერხი BAUMANN 52სმ³ (2.2 კვტ) შექმნილია ინტენსიური და ხანგრძლივი სამუშაოებისთვის. ძლიერი ბენზინის ძრავი უზრუნველყოფს სტაბილურ წარმადობას, მაღალ ბრუნვას და ეფექტურ ჭრას როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ნახევრად პროფესიონალურ გამოყენებაში. მოდელი გამოირჩევა გამძლე კონსტრუქციით, ოპტიმალური ბალანსითა და საიმედო მექანიზმით, რაც ამცირებს ვიბრაციას და ზრდის მუშაობის კომფორტს.
45 სმ სიგრძის რამა იძლევა საშუალებას მარტივად დაამუშაოთ სხვადასხვა დიამეტრის ხე-მასალა — შეშის დაჭრიდან დაწყებული, სამშენებლო სამუშაოებით დასრულებული. 52 სმ³ მოცულობის ძრავი და 2.2 კვტ სიმძლავრე უზრუნველყოფს ეფექტურ ჭრას მაღალი დატვირთვის პირობებშიც.
პროდუქტი მოყვება ოფიციალური სერვისცენტრის გარანტიით, რაც დამატებითი უსაფრთხოებაა თქვენი ინვესტიციისთვის.
მახასიათებლები:
ბრენდი: BAUMANN
მოდელი: CTNCTCS52-18″
ტიპი: ბენზინის ჯაჭვური ხერხი
ძრავის მოცულობა: 52 სმ³
სიმძლავრე: 2.2 კვტ
მაქსიმალური ბრუნვა: 7000 ბრ/წთ
საწვავის ავზის მოცულობა: 0.55 ლ
ზეთის/ბენზინის შერევის ფარდობა: 1:25
რამის სიგრძე: 45 სმ
ფერი: ნარინჯისფერი ან მწვანე
