აღწერა
ტოსტერი Ninja ST202EU 3-in-1 Toaster
Ninja ST202EU არის მრავალფუნქციური ტოსტერი, რომელიც ერთ მოწყობილობაში აერთიანებს გრილის, ტოსტერის და სენდვიჩმეიქერის ფუნქციებს. უნიკალური დიზაინის წყალობით, ტოსტერი მარტივად შეიძლება გადაიქცეს გრილად ჰორიზონტალური მდგომარეობაში მოთავსებით.
ტოსტერს აქვს 7 პროგრამა: გალღობა, ბეიგელი, ტოსტინგი, გრილი, გაცხელება, გამოცხობა და პანინი, ასევე 7 დონიანი ტოსტინგის რეგულირება. ტემპერატურის კონტროლი შესაძლებელია 120°C – 205°C შორის. მოწყობილობა სამართავია დიგიტალური პანელის მეშვეობით, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ პროგრამები, დაარეგულიროთ ტაიმერი და ტემპერატურა.
კომპაქტური და თანამედროვე დიზაინის წყალობით, ტოსტერი ნებისმიერ სამზარეულოში ერგება. მოხსნადი ნაწილები რეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ძირითადი მახასიათებლები
ბრენდი: Ninja
მოდელი: ST202EU
ტიპი: ტოსტერი
სიმძლავრე: 2400 W
ფუნქციები: გალღობა, გათბობა, ტოსტინგი, გრილი, ცხობა
განყოფილებების რაოდენობა: 1
ზომები და წონა
ზომა: 22 × 42 × 15 სმ
წონა: 5.3 კგ
გარანტია
5 წელი
მიტანა & დაბრუნება
მიტანის სერვისი
თბილისი
სამუშაო დღეებში 16:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთების მიწოდების ვადა არის დაფიქსირებიდან 1-2 სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გარდა.
მიწოდების დრო – კურიერული მომსახურება მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
150 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის განთავსების შემთვევაში თბილისის მასშტაბით კურიერული მომსახურებით სარგებლობა უფასოა, ხოლო 150 ლარზე ნაკლების შემთხვევაში საფასური შეადგენს 10 ლარს.
რეგიონები
ჩვენს ონლაინ მაღაზიას ასევე აქვს მიწოდების სერვისი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს. ნებისმიერ რეგიონში ტრანსპორტირება უფასოა. მიწოდების დრო – 2-დან 5-მდე სამუშაო დღე.
კურიერული მომსახურების ყველა კომფორტთან ერთად, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ადგილზე გადახდის სერვისით და გამოიყენოთ ტერმინალი (ბარათით გადახდა). სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ თბილისში.
My Wishlist
Wishlist is empty.
Compare
Shopping cart