აქ იპოვი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს.

პროდუქციის შეძენა

სასურველი ნივთის ყიდვის რამდენიმე გზა არსებობს: გადახდა ბარათით - დაამატეთ ნივთი ან ნივთები კალათაში, დააჭირეთ ბარათის ყიდვას და მიჰყევით მარტივ ნაბიჯებს შეკვეთის დასასრულებლად.

განვადებით ყიდვა - სასურველ პროდუქტზე აირჩიეთ "განვადება". შეავსეთ მარტივი შეკვეთის ფორმა და დააჭირეთ შეკვეთის ღილაკს. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე წუთში დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ განვადებით შეძენაში.

გადახდა კურიერთან - მონიშნეთ შესაბამისი ველი, შეავსეთ მარტივი ფორმა (სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი) და დააჭირეთ შეკვეთის ღილაკს. ისურვეს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დააზუსტებს შეკვეთის დეტალებს.

საბანკო გადარიცხვა - წინა მეთოდის ანალოგიურად, მონიშნეთ "საბანკო გადარიცხვა" და დააჭირეთ შეკვეთას. შემდეგი ეტაპები იდენტურია, რაც კურიერთან გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.

ჩვენთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდი „კონტაქტი“, სადაც დაკავშირების ყველა საშუალებაა მოცემული.

შეკვეთის გაკეთება, ყოველდღე 24 საათის განმალობაში შეგიძლიათ.

ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. თუმცა შეკვეთის დაფიქსირება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. 19:00 საათის შემდეგ დაფიქსირებულ შეკვეთებზე ოპერატორები მომდევნო დილას დაგიკავშირდებიან

ხანდახან გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დაკავშირების დრო ოდნავ იზრდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ამ პრობლემის აღმოფხვრას. აუცილებელი საჭიროებისას, გირჩევთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე, სოციალურ მედიაში ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.

გადახდები

ამ ეტაპზე შიდა განვადება არ გვაქვს

დიახ, ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შენაძენი თიბისის, კრედოს ან კრისტალის ონლაინ განვადების მეშვეობით გააკეთოს. პირობები ქართულ ბაზარზე საუკეთესოა.

დიახ თქვენ შეგიძლია გადაიხადოთ კურიერთან, ნივთის ჩაბარების მომენტში.

მიტანა & დაბრუნება

საკურიერო მომსახურება უფასოა. LVIS.GE-ზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს კურიერი ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.) მიტანა ხორციელდება 1-2 დღის ვადაში. სხვა ქალაქებს და რეგიონებში გრაფიკის მიხედვით, რომლის შესახებაც ოპერატორები აუცილებლად გაცნობებენ წინასწარ. როგორც წესი, მიტანის ვადა საქართველოს არცერთ რეგიონში არ აღემატება 3 სამუშაო დღეს.

რა თქმა უნდა, თუმცა უმჯობესია თუ კურიერს არ ალოდინებთ. თქვენი ინტერესები მაქსიმალურად დაცულია, ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, რაც ისედაც ძალიან იშვიათად ხდება, აუცილებლად მოგემსახურებით.

თუ თანხას კურიერთან იხდით, შეგიძლიათ ნივთი შეამოწმოთ. ჩაბარების შემდეგ ან განვადების და საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში ნივთს დავიბრუნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეესაბამება საიტზე მოცემულ აღწერილობას და მახასიათებლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს უკან დაბრუნების პოლიტიკას.

მსგავსი შემთხვევები თითქმის არ ხდება, თუმცა ფორს-მაჟორისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ დროს აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

გარანტია

საგარანტიო ვადა ელვისზე განთავსებულ ნებისმიერ ნივთს საიტზევე, ინდივიდუალურად აქვს მითითებული. იქ, სადაც კონკრეტული ვადა არ არის გაწერილი, იგულისხმება, რომ ვრცელდება გარანტია მხოლოდ ქარხნულ წუნზე, ანუ მიღებისას აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში იცვლება სრულად. ხოლო იმ პროდუქტებზე, სადაც კონკრეტული ვადაა მითითებული, ვრცელდება როგორც გარანტია ქარხნულ წუნზე, ისე სრული საგარანტიო სერვისი მთელი პერიოდის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაბამის გვერდს „გარანტია“.

ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე, თქვენი მოთხოვნა აუცილებლად გადაეცემა საგარანტიო სამსახურს, რომელიც მაქსიმალურად ოპერატიულად მოგემსახურებათ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორები მზად არიან მოგაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია ყიდვის შემდეგ და დაგეხმაროთ.