აღწერა
პორტატული ბლენდერი Ninja BC151EUCR Portable Blender & Smoothie Maker
Ninja BC151EUCR არის მულტიფუნქციური პორტატული ბლენდერი ძლიერი ძრავით, რომელიც მარტივად უმკლავდება ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს და ყინულსაც კი. მისი დახმარებით სწრაფად მოამზადებთ სმუზებს, მილქშეიქებს, პროტეინშეიქებსა და სხვა სასმელებს — სახლში, ოფისში ან მოგზაურობისას. 530 მლ ჭიქა საშუალებას გაძლევთ სასმელი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მეგობრებისთვისაც მოამზადოთ.
ბლენდერი აღჭურვილია ფერის ინდიკატორით, რომელიც გაძლევთ სრულ კონტროლს მომზადების პროცესზე. სხვადასხვა ფერი მიუთითებს მოწყობილობის სტატუსზე: თეთრი და წითელი — დატენვისას, ხოლო ნარინჯისფერი ციმციმი — დანის დაბლოკვისას. დეტალური განმარტება მოყვება ინსტრუქციაში.
მოწყობილობა იტენება USB-C კაბელით (კომპლექტშია). სრული დამუხტვა მხოლოდ 2 საათს მოითხოვს და იმავე ხანგრძლივობით გაძლევთ მუშაობის საშუალებას.
Ninja BC151EUCR გამოირჩევა კომპაქტური ზომით, თანამედროვე დიზაინითა და მოხერხებულობით. ის იდეალური თანამგზავრია მოგზაურობისას და საუკეთესო გზაა ყოველდღიური ჯანსაღი სასმელებისა და ენერგიისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
- ბრენდი Ninja
- მოდელი BC151EUCR
- ტიპი ბლენდერები
ტექნიკური მახასიათებლები
- სიმძლავრე 1100 W
- ფუნქციები დაჭრა, დაბლენდერება, დაქუცმაცება, ყინულის დამსხვრევა
- ჭიქის მასალა პლასტმასა
- მოცულობა 0.53 ლ
ზომები და წონა
- სიგრძე 9 სმ
- სიგანე 8.5 სმ
- სიმაღლე 27 სმ
- წონა 510 გრ
გარანტია
- გარანტიის ვადა 5 წელი
მიტანა & დაბრუნება
მიტანის სერვისი
თბილისი
სამუშაო დღეებში 16:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთების მიწოდების ვადა არის დაფიქსირებიდან 1-2 სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გარდა.
მიწოდების დრო – კურიერული მომსახურება მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
150 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის განთავსების შემთვევაში თბილისის მასშტაბით კურიერული მომსახურებით სარგებლობა უფასოა, ხოლო 150 ლარზე ნაკლების შემთხვევაში საფასური შეადგენს 10 ლარს.
რეგიონები
ჩვენს ონლაინ მაღაზიას ასევე აქვს მიწოდების სერვისი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს. ნებისმიერ რეგიონში ტრანსპორტირება უფასოა. მიწოდების დრო – 2-დან 5-მდე სამუშაო დღე.
კურიერული მომსახურების ყველა კომფორტთან ერთად, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ადგილზე გადახდის სერვისით და გამოიყენოთ ტერმინალი (ბარათით გადახდა). სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ თბილისში.
My Wishlist
Wishlist is empty.
Compare
Shopping cart